Sunday, June 12, 2016

ჩემი პროექტი

პროექტის   პორტფოლიო

მოდულის შეჯამება

აღვნიშნავ,რომ  21- საუკუნე  გამოწვევაა,იმ რეალობის,რომ სწავლება  დაეფუძნოს  კეთებითა  და ძიებით  სწავლებას,კერძოდ  სწავლა   სწავლებით.
სწორედ,რომ  ამჟამინდელი  ტრენინგი ,რომელიც ითვალისწინებდა  პროექტებით  სწავლებას   სავსებით  პასუხობს  აღნიშნულს,შესაბამისად მოდული ჩემთვის იყო  საინტერესო,  მაქვს  სურვილი აღნიშნული  გამოვიყენო  კლასში  ჩემს  მოსწავლეებთან.

Sunday, May 15, 2016

მეორე მოდულის შეჯამება

აღნიშნული   მოდული   დამეხმარა      ,გამეაზრებინა სტანდარტების,მიმართულების მიმცემი  საკვანძო კითხვების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით,კერძოდ ზოგადი  კითხვები აუცილებელია მოსწავლეთა მოტივაციის  ამაღლებისთვის,თემის დაინტერესებისათვის.შინაარსობლივი კითხვები  არის ფაქტობრივი  კითხვები ,რომელიც  ორიენტირებულია  ტექსტის შინაარსობლივი მხარის წარმოსახვაში.

Saturday, May 7, 2016

პირველი მოდული

პროექტის განხორციელება კლასში მოსწავლეებთან დადებითი  და განმავითარებელი ფაქტია,უფრო მეტიც, აღნიშნული მოსწავლეებისთვის მყარი და საფუძვლიანი ცოდნის მიღების გარანტია,ცოდნა,რომელიც მათ ცხოვრებაში ნაყოფიერად და შედეგიანად გამოყენების საშუალებას მისცემს ტრენინგი ნაყოფიერი და საინტერესო იყო,რესურსი სექმნის პროცესის ,ბლოგის შექმნის ეტაპების განხილვა.